წულუკიანის კომისია ბოლო სხდომას გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს

04.08.25 10:02
წულუკიანის კომისია ბოლო სხდომას გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს

წულუკიანის კომისია ბოლო სხდომას დღეს 4 აგვსიტოს, 11:00 საათზე გამართავს. ცნობილია, რომ სხდომაზე კომისიის დასკვნის პროექტის თაობაზე იმჯელებენ და დაამტკიცებენ.

პროექტს საშემოდგომო სესიის დაწყებისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

„4 აგვისტოს, 11:00 საათზე, გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა.

სხდომაზე განსახილველი საკითხია საქართველოს პარლამენტის 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტის თაობაზე მსჯელობა და დამტკიცება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამომ ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან: 

მამუკა ხაზარაძე,  ბადრი ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე. 

წულუკიანის კომისიაზე ორჯერ გამოიკითხა გიორგი გახარია, რის საფუძველზეც დაწყებულია გამოძიება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე.

წულუკიანის კომისიის წევრები 19 ივლისს ესტონეთმა დაანსაქცირა. 

მსგავსი სიახლეები