ომბუდსმენი ნინო დათაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს - არაფერს ამბობს იძულებით ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე

04.08.25 10:27
ომბუდსმენი ნინო დათაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს - არაფერს ამბობს იძულებით ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე

სახალხო დამცველის რწმუნებულმა რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ნინო დათაშვილი მოინახულა - ომბუდსმენის აპარატმა პატიმრიბაში მყოფი პედაგოგის შესახებ განცხადება დღეს, 4 აგვისტოს გაავრცელა.

  • გავრცელებულ განცხადებაში არაფერი წერია არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.

განცხადების მიხედვით, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დათაშვილი 2 აგვისტოსაც მოინახულა, რა დროსაც ბრალდებულმა ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით ისაუბრა.

ომბუდსმენის აპარატი წერს, რომ “ბრალდებულის უფლებრივი მდგომარეობის, მათ შორის, ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით”, ზედამხედველობის პროცესს განაგრძობს.

ამასთან, სახალხო დამცველის აპარტის ცნობით, სახალხო დამცველის აპარატს მიმართული აქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტისთვის. განცხადების მიხედვით, საკითხის შესწავლის და შეფასების მიზნით სახალხო დამცველის აპარატს დამატებით უკვე გამოთხოვილი აქვს ბრალდებულის სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად: 

საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ნინო დათაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე ზედამხედველობას. 

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, მონიტორინგის ფარგლებში 2025 წლის 27 ივნისს, 11 და 16 ივლისს სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მისი მონახულების და შესაბამისი შესწავლის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატს მიმართული აქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტისთვის. 

2025 წლის 2 აგვისტოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა კვლავ მოინახულა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ნინო დათაშვილი. შეხვედრისას ნინო დათაშვილმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ არსებით გავლენას ახდენს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 

საკითხის შესწავლის და შეფასების მიზნით სახალხო დამცველის აპარატს დამატებით უკვე გამოთხოვილი აქვს  ბრალდებულის  სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად, თუმცა ვინაიდან ეს მონაცემები  ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციას მიეკუთვნება აპარატის მიერ არ ხდება მისი გასაჯაროება.   

სახალხო დამცველი  გააგრძელებს ბრალდებულის უფლებრივი მდგომარეობის, მათ შორის, ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით, ზედამხედველობის განხორციელებას"- წერს ომბუდსმენი. 

სამოქალაქო აქტივისტს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 21 ივნისს შეუფარდა. ის მანდატურზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. პედაგოგს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

2 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ ნინო დათაშვილის არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა.

მსგავსი სიახლეები