ნინო დათაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გადაიყვანენ - ადვოკატი

04.08.25 11:34
ნინო დათაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გადაიყვანენ - ადვოკატი

ნინო დათაშვილს ადვოკატი თამარ გაბოძე რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში  ამ წუთებში ხვდება. 

განოძის თქმით, დაკავებულ აქტიოვისტს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გადაიყვანენ.

ცნობილია, რომ ადვოკატებს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. 

  • მოსამართლე, ვინც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, დაენიშნათ ნინო დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ფიქრია სიქტურაშვილია. რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 2025 წლის ივლისიდან მუშაობს. 

სააპელაციო სასამართლოს განსახილველად რამდენიმე დღე აქვს და ჩვენ ველოდებით, რომ სააპელაციო სასამართლოდან დღეს ან ხვალ იქნება პასუხი. მინდა გავარკვიო, როდის იგეგმება ნინოს მაგნიტო რეზონანსული კვლევის ჩატარება, 2 კვირაზე მეტია, ვითხოვთ, ნინოს ხერხემლის დიაგნოზიდან გამომდინარე, ჩაუტარდეს დამატებითი კვლევები. 

ასევე მაინტერესებს, როდის მოხდება მისი ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა, რადგან დაახლოებით ერთი კვირაა აქვს განჩინების შემსრულებელს, რომ ნინოს გადაყვანა განახორციელოს და ჩვენ ველოდებით დღეს ან ხვალ, შეიძლება, მოხდეს ნინოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა"- თქვა მან. 

სამოქალაქო აქტივისტს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 21 ივნისს შეუფარდა. ის მანდატურზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. პედაგოგს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

2 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ ნინო დათაშვილის არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა.

როგორც ადვოკატი თამარ გაბოძე განმარტავს, პროკურატურის შუამდგომლობა ეფუძნება სამედიცინო ჩანაწერებს, რომელიც დაცვის მხარემ პირველი წარდგენის სხდომაზე გაუცვალა ბრალდების მხარეს, რომლებშიც მითითებულია, რომ ნინო დათაშვილს აქვს მძიმე დიაგნოზი: ხერხემლის მალთაშუა დაზიანება, თიაქარი და რადიკულიტი, თანმხლებ სიმპტომად კი მითითებულია ემოციური ლაბილობა.

 

მსგავსი სიახლეები