შემოსავლების სამსახური იკვლევს გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძისგან ბინის ქირაობის ამბავს
შემოსავლების სამსახური იკვლევს გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული ბინის ქირაობის ამბავს.
უწყების მტკიცებით, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა ფაქტების მოკვლევა დაიწყო.
„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩისთვის, ერნსტ პეტერ ფიშერისთვის, სავარაუდოდ, იჯარით გაცემისას, საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების თაობაზე.
საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა და ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გატარდება კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
პროპაგანდისტული მედიები, რამდენიმე დღეა ავრცელბენ ინფორმაციას, რომ გერმანიის ელჩი მამუკა ხაზარაძის ცოლისაგან ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და გამოთქვამენ ეჭვებს, არსებობს თუ არა გაფორმებული ხეშეკრულება და იხდის თუ არა საშემოსავლო გადასახადს გამქირავებელი.