საქართველოს თავისუფლება უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ზუგდიდელებს

08.10.21 19:05
საქართველოს თავისუფლება უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ზუგდიდელებს

საქართველოს თავისუფლება უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან - მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი  სადაც ზუგდიდელებს, ანზორ მელიას და ენმ-ს კანდიდატს ანზორ ფიფიას სოლიდარობას უცხადებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მიზანს ახლა სწორედ სამეგრელო წარმოადგენს და ის გაყალბება, რომელსაც ახლა იქ "ქართული ოცნება" ცდილობს, არ უნდა შერჩეთ. 

ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მიზანი, როგორც თავის დროზე მხედრიონის, არის სამეგრელო. ის უკანონობა რომელსაც სჩადიან ახლა ზუგდიდში და აპირებენ სენაკშიც და სხვაგან, არ უნდა შერჩეთ. მე მქონდა შესაძლებლობა წინა დღეებში ჩამესუნთქა სამეგრელოს ჰაერი და ეს არის შეუცდომლად შემიძლია ვთქვა, თავისუფლების ჰაერი. საქართველოს გათავისუფლება ისევ უნდა დაიწყოს სამეგრელოდან. ხვალ ყველანი ხმების დასაცავად ნიკა მელიას და პარტიის სხვა ლიდერების მეთაურობით. სოლიდარობა ანზორ მელიას და ჩვენს კანდიდატს ფიფიას, რომელმაც გაიმარჯვა პირველ ტურში და ახლა ართმევენ გამარჯვებას. სოლიდარობა ზუგდიდელებს. ზუსტად ვიცი, რა შავი ფურცელია ჩვენს ისტორიაში ის, რომ პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ვერ გავუფრთხილდით მთელი საქართველო. ასევე, ზუსტად ვიცი, რომ ეს აღარასდროს განმეორდება და ერთად ამას ჩვენ აღარ დავუშვებთ, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი მისმა უფლებადამცველმა და "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა საჯაროდ წაიკითხა. ნიკა გვარამიამ მესამე პრეზიდენტი დღეს საპატიმროში მოინახულა.  

მსგავსი სიახლეები