"ოცნების " იდეოლოგი ტრამპის წინააღმდეგ - ვინ არის წერილის რეალური ავტორი?

04.08.25 13:25
"ოცნების " იდეოლოგი ტრამპის წინააღმდეგ - ვინ არის წერილის რეალური ავტორი?

"ქართულ ოცნების " მთავარი იდეოლოგი პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ - ვინ არის წერილის ავტორი,  რომელიც დღეს გამოქვეყნდა?  

ოპოზიცია, რომელმაც ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული ფილოსოფოსის, ზაზა შათირშვილის მიერ ტრამპის სალანძღავი გზავნილები წაიკითხა, ვრცელი წერილის უკან ივანიშვილის ხელწერას ხედავს.

 „რაც შეეხება ტრამპისა და დიპ სტეიტის ეგრეთ წოდებულ დაპირისპირებას, აქაც ყველაფერი დღესავით ნათელი გახდა. თუ დონალდ ტრამპი დიპ სტეიტს ებრძვის, რასაც გვაჯერებენ ყოველდღიურად, ხოლო ევროპულ ბიუროკრატიას დანამდვილებით დიპ სტეიტი მართავს, ოლიგარქიული ოჯახები ისეთი გულუბრყვილოები არიან, რომ ევროკავშირი აიძულეს გადაედგათ კოლონიალისტური ნაბიჯები, რომელიც მათთან „დაპირისპირებულ“ ტრამპს გააძლიერებდა და გამარჯვებულ, ძლიერ პრეზიდენტად წარმოაჩენდა? ნუთუ ვინმეს სჯერა, რომ დიპ სტეიტმა ევროპა დემონსტრაციულად იმიტომ დააჩოქა აშშ-ს წინაშე მთელი მსოფლიოს დასანახად, რომ მათთან „მებრძოლი“ ტრამპის იმიჯი კიდევ უფრო გაეძლიერებინათ? ეს ხომ სრული აბსურდია! ამერიკის შეერთებული შტატები, დონალდ ტრამპის ხელით სწორედ რომ ოლიგარქების კარნახით იმართება, წინააღმდეგ შემთხვევაში არავინ დაუშვებდა პრეზიდენტ ტრამპის ჰეგემონად წარმოჩენას. ეს მოჩვენებითი დაპირისპირება მხოლოდ იმიტომ დასჭირდა დიპ სტეიტს, რომ როგორმე საკუთარი შელახული და ფარდაახდილი იმიჯის რებრენდინგი მოეხდინა“, - აღნიშნულია შათირიშვილის წერილში.

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერი, სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ შათირიშვილი ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს გამოხატავს, რადგან მისი თქმით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ყველაზრე კარგად იცის, რომ "მეგობარი აქტის"  მიერ გათვალისწინებული სანქციები უახლოვდება. 

სამადაშვილის თქმით, ეს სანქციები ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის დამანგრეველი ეფექტის ისნება. 

აღსანიშნავია, რომ "გლობალური ომის პარტიის",  Deep State-ის შესახებ განცხადებებს "ქართული ოცნება" ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად აკეთეს, თუმცა ივანიშვილის გუნდს მტკიცებუკებები ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია. 

ასევე საინტერესოა ერთი დეტალი - ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ფინანსისტი გიორგი ბაჩიაშვილი, აცხადებს, რომ ივანიშვილი მას „გლობალური ომის პარტიაზე“ წერილების გამოქვეყნებას სთავაზობდა. 

„სანამ შათირიშვილი გამოაქვეყნებდა [„გლოპ-ზე“ წერილებს], ჩემთან იყო შემოთავაზებული, რომ მე გამომექვეყნებინა ზუსტად იგივე შინაარსის წერილები, რაზეც, ცხადია, უარი ვუთხარი, რადგან მის საქმეებში არანაირი „გლოპი„ და არანაირი გარე ძალის კვალი არ ემჩნეოდა“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა მედიასთან.


 

მსგავსი სიახლეები