მზია ამაღლობელი ნინო დათაშვილს: "გამაგრდი, მარტო არ ხარ!"
"ბატონო პრპოკურორებო, ხანდახან ბრაზისგან მეც თვალი ამიცრემლიანდა, სიტყვებს ვერ ვპოულობ, ხმა მიკანკალებს - რას ფიქრობთ, მეც ხომ არ უნდა გადამამოწმოთ ფსიქიატრიულში?" - ასე დაიწყო დამოუკიდებელი მედიების დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შესავალი სიტყვა, რითაც პროკურატურის მიერ კიდევ ერთი ქალი პატიმრის, ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაყვანის ფაქტს გამოეხმაურა.
„ერთ-ერთ სხდომაზე ვთქვი, გარეთ ისე ვითარდებაა, ჩემს საქმეზე ვერ ვკონცერტრირდები-მეთქი... ის იმავე დაწესებულებაშია, სადაც მე, მაგრამ ისე ვართ იზოლირებული, შემთხვევითაც ვერ შევხვდი.
ნინო გამაგრდი, მარტო არ ხარ!
მაშინ, როცა გავიგე, რომ ნინო დათიშვილი პროკურატურას იძულებით ჰყავდა გადაყვანილი ფსიქიატრიულში, ჩამოვიშალე...
ბატონო პრპოკურორებო, ხანდახან ბრაზისგან მეც თვალი ამიცრემლიანდა, სიტყვებს ვერ ვპოულობ, ხმა მიკანკალებს - რას ფიქრობთ, მეც ხომ არ უნდა გადამამოწმოთ ფსიქიატრიულში?
ჩემი სათქმელი ნინო დათიშვილის ამბავმა შეცვალა, მინდოდა მესაუბრა ნეტგაზეთზე, ბათუმელებზე“... თქვა მზია ამაღლობელმა სასამართლოს დარბაზში.
ჟურნალისტის სიტყვას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.