სალომე ზურაბიშვილი: ძალიან მძიმე პირობებში აყენებენ მზია ამაღლობელს, მათ შორის, ფსიქოლოგიურადაც
ძალიან მძიმე პირობებში აყენებენ მზია ამაღლობელს, მათ შორის, ფსიქოლოგიურადაც - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში განაცხადა.
- მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს მოსამართლე 6 აგვისტოს გამოაცხადებს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა.
ძალიან მძიმე დღეა. ძალიან მძიმე პირობებში აყენებენ [მზია ამაღლობელს]. ეს წასვლა-წამოსვლა რთულია. ცხადია, რთულია ფსიქოლოგიურადაც, როცა ელოდები, რომ დღეს იქნება განაჩენი და კიდევ გადაიდო. სრულად საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ ბოლომდე შეესწავლა, შაბათ-კვირა იყო,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.