სოფო ჯაფარიძე: 6 აგვისტო "ქართული ოცნების" რეჟიმის უმძიმესი განაჩენი იქნება

04.08.25 15:57
სოფო ჯაფარიძე: 6 აგვისტო  "ქართული ოცნების" რეჟიმის უმძიმესი განაჩენი იქნება

 

 

"მზია გაუტეხლობის, უშიშრობის და ყველაზე დიდი სიმტკიცის სიმბოლოა" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სოფო ჯაფარიძემ ბათუმში, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, 6 აგვისტო "არ იქნება მზიას განაჩენი, ეს იქნება "ქართული ოცნების" რეჟიმის უმძიმესი განაჩენი". 

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ 6 აგვისტო როდესაც იქნება დღე, მზიას განაჩენის დღე, ეს არ იქნება მზიას განაჩენი, ეს იქნება "ქართული ოცნების" რეჟიმის უმძიმესი განაჩენი. 

მზია უკვე არის გაუტეხლობის, უშიშრობის და ყველაზე დიდი სიმტკიცის სიმბოლო და მზია არის ქალი, რომელმაც დააპატიმრა სისტემა, დააპატიმრა მისი სწორედ ამ უშიშრობით, მისი სიმართლით და მისი ღირსებით. 

შესაბამისად ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ რეჟიმის პატიმრები არ იქნებიან თავისუფლები და სანამ ჩვენი ქვეყანა არ იქნება თავისუფალი. 

მოლოდინს რაც შეეხება, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ე.წ. ხელისუფლებისგან, რომელიც არის დიქტატორი, რომელიც ასრულებს ერთი კაცის, პუტინის დავალებს. 

კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ შევეგუებით, როგორც მზია არ შეეგუა, როგორც მზიამ უკან არ დაიხია, როგორც მზია ვერ გატეხეს და ვერ გააჩუმეს, აი ასე ვიდგებით მათ გვერდით ჩვენ ბოლომდე და ჩვენი ქვეყნის გვერდით. აუცილებლად ბრძოლა იქნება ბოლომდე და ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე," - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, სინდისის პატიმარმა, მზია ამაღლობელმა დღევანდელ პროცესზე საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. მოსამართლე მის საქმეზე განაჩენს 6 აგვისტოს გამოაცხადებს. 

მსგავსი სიახლეები