ყურადღებით დავაკვირდებით განაჩენს - კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის საქმეზე
უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს აკვირდება, განცხადებას ავრცელებს.
მათი თქმით, ფონდი ყურადღებით დააკვირდება განაჩენს და გამოაქვეყნებს სამართლიანობის შესახებ ანგარიშს.
"ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, რომელიც საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისთვის სივრცის შემცირებასთან დაკავშირებით მზარდი შეშფოთების სიმბოლოდ იქცა, დღეს დასრულდა მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვები წარმოადგინა.
ჩვენი სასამართლო პროცესის მონიტორინგის ინიციატივა, რომელიც საქმეს აკვირდებოდა, შეშფოთებულია მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებებით და იმით თუ როგორ წარიმართა პროცესი.
ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით განაჩენს და გამოვაქვეყნებთ სამართლიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც შეაფასებს სასამართლო პროცესს საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში", - Netgazeti-ს თანახმად, აღნიშნულია განცხადებაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვა თქვა. მოსამართლე ნინო სახელაშვილი განაჩენს 6 აგვისტოს გამოაცხადებს.