"ოცნების" იდეოლოგი ტრამპის წინააღმდეგ - ოპოზიციამ ზაზა შათირიშვილის წერილის უკან ივანიშვილის აჩრდილი დაინახა

04.08.25 20:40
"ოცნების" იდეოლოგი ტრამპის წინააღმდეგ -  ოპოზიციამ ზაზა შათირიშვილის წერილის უკან ივანიშვილის აჩრდილი დაინახა

 ივანიშვილის პარტიაში არ უარყოფენ, რომ მათი იდეოლოგი ძირითადად ივანიშვილის მესიჯების წერითაა დაკავებული. ზაზა შათირიშვილის სახელით გამოქვეყნებული სულ ბოლო ნააზრევი, ამერიკის პრეზიდენტზე პირდაპირი იერიშია. ამ წერილს დიდ ყურადღებას არავინ მიიქცევდა, რომ არა პირდაპირი ჩანაწერები დონალდ ტრამპზე.

"ქართული ოცნებისთვისაც" და მათი მხარდამჭერებისთვისაც დონალდ ტრამპი უკანასკნელი იმედი იყო. მაგრამ როგორც ჩანს ეს მოლოდინებიც ფუჭი აღმოჩნდა. ეს არის პირველი შემთხვევა მასზე პირდაპირი იერიშის. ზაზა შათირიშვილის სახელით გავრცელებულ წერილში ტრამპი, ოლიგარქიული ოჯახების ლობისტად და დიფ სთეისთ მოკავშირედ არის გამოცხადებული - "კაცი რომელიც ერთ დღეს ერთს ამბობს და მეორე დღეს მეორეს, კაცი რომელიც პატრონების დაკვეთით ლაპარაკობს". ასე ღიად ამ დრომდე ბიძინა ივანიშვილი ტრამპს არ დაპირისპირებია.

ოპოზიციამ, რომელმაც ტრამპის სალანძღავი აბზაცები წაიკითხა, ივანიშვილის ხელწერა მალევე ამოიცნო. "ოცნების" ოპონენტები ოლიგარქის წყობიდან გამოსვლას მეგობარი აქტის წარმატებას უკავშირებენ და ამბობენ, რომ ივანიშვილისა და ტრამპის ადმინისტრაციის ურთიერთობების დალაგება გამორიცხულია.

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები