ავტომანიით შეპყრობილი მთავრობა - რაში ხარჯავს "ოცნება" ხალხის ფულს?

04.08.25 20:45
ავტომანიით შეპყრობილი მთავრობა -  რაში ხარჯავს "ოცნება" ხალხის ფულს?

ახალ ავტომობილებში კიდევ 5 მლნ 500 ათას ლარს გადაიხდიან - მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესყიდვა უკვე გამოაცხადა, 31 პიკაპი, 29 მაღალი გამავლობის მანქანა და 2 მინი-ვენი. რა მიზნობრიობა აქვს რამდენიმე მილიონიან შესყიდვას, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული არ არის. მუნიციპალური განვითარების ფონდმა პიკაპებში 2 მლნ 924 ათასი უნდა გადაიხადოს. ჯიპებში კი 2 მლნ 200 ათასი. რატომ? - ეს არის მკვლევარების მთავარი კითხვა. გაწერილია მოთხოვნებიც - სიგრძე, სიგანე, აუცილებელია ავტომობილები იყოს 2025 წლის და არ იყოს შავი ფერის.

რატომ დადგა 62 ახალი ავტომობილის ყიდვის საჭიროება, ან სად მიდის ძველი მანქანები? - წლებია ავტოპარკის განახლების შემდეგ ძველი მანქანების ბედი გაუგებარი რჩება. მკვლევარები ფიქრობენ, რომ მასშტაბური შესყიდვის აუცილებლობა არ არსებობს და საქმე რეალურად, სავარაუდო კორუფციულ რისკებთან გვაქვს. რადგან პრაქტიკა აჩვენებს, როგორ ხვდება ხოლმე მრავალმილიონიანი შესყიდვები "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესის ხელში.

შესყიდვის შემდეგ ახალი 62 ავტომობილი მუნიციპალური განვითარების ფონდმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უნდა გამოიყენონ. შესყიდვის ავტორი უწყება სკოლების მშენებლობაზე, წყალმომარაგების სიტემების რეაბილიტაციაზე, სტიქიის პრევენციისთვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მუშაობს. როცა ამ მხრივ ქვეყანაში დიდი გამოწვევებია, ოპოზიცია ფიქრობს, რომ ავტომობილების განახლების დრო არ არის.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები