ხაბეიშვილი: ივანიშვილი არ ჩერდება - ბათუმის პორტში დგას ნავთობტანკერი, რომელიც დატვირთულია 15 000 ტონა სანქცირებული დიზელით
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, "ბათუმის პორტში დგას ნავთობტანკერი - “Capibara”, რომელიც დატვირთულია 15 000 ტონა “Газпром нефть”-ის სანქცირებული დიზელით".
მისი თქმით, "ამ სქემით და ერთი გემით, მინიმუმ 5 მილიონ ლარს მოიგებს ივანიშვილი". ხაბეიშვილი წერს, რომ ტვირთის უშუალო მიმღებ-დამლაგებელი ანრი ოხანაშვილია.
ივანიშვილი არ ჩერდება!!!
ამ წუთებში ბათუმის პორტში დგას ნავთობტანკერი - “Capibara”, რომელიც დატვირთულია 15 000 ტონა “Газпром нефть”-ის სანქცირებული დიზელით.
მომწოდებელი შუამავალი ოფშორული კომპანია “BONEX”-ია.
ამ სქემით და ერთი გემით, მინიმუმ 5 მილიონ ლარს მოიგებს ივანიშვილი…
ტვირთის უშუალო მიმღებ-დამლაგებელი არის ანრი ოხანაშვილი - “სუს-ის" დე ფაქტო ხელმძღვანელი, რომელმაც გადაიბარა წინა "მმართველის" აწყობილი კრიმინალურ-კორუფციული სქემა. ამის დასტურია სქემის მთავარი ფიგურანტის - გივი ქუთათელაძის თანამდებობაზე დატოვება ბათუმის ნავთობტერმინალში, არაფორმალურ “მაყურებლად”!!! - (რაღაც დეპარტამენტის უფროსად ჰყავთ გაფორმებული).პ.ს. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივნისში, გავასაჯაროვეთ ასეთივე ფაქტი და გასაჯაროების შემდეგ გემმა, რომელიც დატვირთული იყო სანქცირებული საწვავით სასწრაფოდ დატოვა ბათუმის პორტი და გაიპარა!!!" - წერს ხაბეიშვილი.