შათირიშვილის შემდეგ, ტრამპი რუსეთის იდეოლოგმაც გალანძღა

05.08.25 10:50
შათირიშვილის შემდეგ, ტრამპი რუსეთის იდეოლოგმაც გალანძღა

ბიძინა ივანშვილთან აფილირებული ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რუსეთის იდეოლოგი, ალექსანდ დუგინიც აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ "ტრამპი სულ გაგიჟდა". 

ძალიან სამწუხარო დასკვნამდე მივედი: დონალდ ტრამპი სულ გაგიჟდა. ეს სირცხვილია. ჩვენ ის გვიყვარდა," - წერს დუგინი. 

ცნობისთვის, ზაზა შათირიშვილის სახელით, გუშინ, ახალი წერილი გამოქვეყნდდა, რომელშიც ფილოსოფოსი დონალდ ტრამპს ღიად დაუპირისპირდა. 

"დონალდ ტრამპის ხელით, სწორედ რომ ოლიგარქების კარნახით იმართება"- წერს შათირიშვილი. 

აღსანიშნავია, რომ "გლობალური ომის პარტიის",  Deep State-ის შესახებ განცხადებებს "ქართული ოცნება" ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად აკეთეს, თუმცა ივანიშვილის გუნდს მტკიცებუკებები ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია. 

ასევე საინტერესოა ერთი დეტალი - ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ფინანსისტი გიორგი ბაჩიაშვილი, აცხადებს, რომ ივანიშვილი მას „გლობალური ომის პარტიაზე“ წერილების გამოქვეყნებას სთავაზობდა. 

მსგავსი სიახლეები