EU-ს 27 წევრი სახელმწიფოს ევროპულ საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს არ იწვევენ - რას ამბობენ ოპოზიციაში
დანიაში, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ევროპულ საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საქართველოს არ მიწვევასთან დაკავშირებით პროევროპული პატრიების წარმომადგენლები პირველ შეფასებას აკეთებენ.
მათი თქმით, "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირმა საქართველო საბოლოოდ ცახსნას ევროპაში ინტეგრაციის პროცესიდან.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ფაქტი, რომ საქართველოს მინისტრების სხდომაზე არ ეპატიჟებიან ნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე "ქართული ოცნების" პირობებში არანაირი წინსვლა აღარ ექნება.
საქართველო არის ერთადერთი კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირი არ ეპატიჟება, ვეროკავშირის წევრი ქვეყებისა და ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების მინისტრების სხდომაზე. ეს არის ხაზგასმით, ფაქტპობრივად, იმის განაცხადი, რომ დღეს ის, რომ ჩვენ გვქვია უბრალოდ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი სახელმწიფო, ეს რეალურად არაფერს აღრ ნიშნავს იმ პირობებში, როდესაც ბიძინა ივანშვილის რეჟიმმა, ფაქტობრივად, უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიოანების გზაზე არარანაირი წინსვლა აღარ ექნება," - განაცხადა სამადაშვილმა.
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის თქმით, დანიაში არ მიწვევა კიდევ ეერთი მანიშნებელია იმის, რომ ევროკავშირი "ქართული ოცნების" მიმართ უფრო მკაცრ ნაბიჯებს გადადგამს და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი არაფორმალურად უკვე შეჩერებულია.
დანიაში არ მიწვევა კიდევ ეერთი მანიშნებელია იმის, რომ ევროკავშირი გადადგავს უკვე უფრო მეტ მკაცრ ნაბიჯებს "ქართული ოცნების" და ზოგადად საქართველოს მიმართ. კანდიდატის სტატუსი არაფორმალურად შეჩერებულია საქართველოსთვის და ამას ჩვენ სექტემბერში ვნახავთ, როდესაც უკვე მინისტერიალი შეიკრიბება. იგივე შეხვედრა იქნება ოქტომბერშიც, სადაც ვიზების საკითხი განიხილება.
ეს არმიწვევა პირდაპირ მანშნებელია იმის, რომ ევროკავშირი ემზადება საქართველო საბოლოოდ ჩახსნას ევროპაში ინტეგრაციის პროცესიდან," - განაცხადა გიორგი ბუტიკაშილმა.
"ერთიანობა - ნაციონალური მძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუცავა აღნშნავს, რომ "რუსული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი, ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლა დაკარგოს.
პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, საჯაროდ ისაუბრა და ამას პირად საუბრებშიც ადასტურებს, რომ ეს იყო და არის ქართველი ხალხის დამსახურება. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხის ამ მონაპოვარს მიზანმიმართულად ანგრევს და ანადგურებს "რუსული ოცნება" და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი, ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლის უდიდესი და მნიშვნელოვანი პროვილეგოია, რომელიც უამრავი ოჯახისთვის ელემენტარული არსებობის შესაძლებლობა და წყაროა, ეს ყველაფერი დაკარგოს საქართველომ და დაკარგონ საქართველოს მოქალაქეებმა," - ამბობს თინა ბოკუჩავა.
ცნობისთვის, დანიაში, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ევროპულ საქმეთა მინისტრების შეხვედრა 1-2 სექტემბერს გაიმართება. შეხვედრას უკრაინის, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და თურქეთის წარმომადგენლები დაესწრებიან.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, “საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერება გადაწყვიტა. შესაბმისად, დანია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მოიწვევს.“