შეჭმულია მილიონები, ქალაქს გადამგდები ხელისუფლება ჰყავს - ალეკო ელისაშვილი

05.08.25 12:33
შეჭმულია მილიონები, ქალაქს გადამგდები ხელისუფლება ჰყავს - ალეკო ელისაშვილი

"ქართული ოცნების" კიდევ ერთ შეუსრულებელ დაპირებაზე - კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, "ლელოს" პოლიტსაბჭოს, წევრთან, გულიკო ზუმბაძესთან ერთად ბრიფინგი გამართა. 

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ლილოში მდებარე ნაგავსაყრელი საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. 

ალეკო ელისაშვილის თქმით, ჯერ კიდევ დავით ნარმანიას დროს, 2014 წელს უნდა მომხდარიყო ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის აშენება და ინფრასტრუქტურის მოწყობა, თუმცა ეს დაპირება ტყუილი აღმოჩნდა. 

ნაგავის გადამამუშავებელი ქარხნის დაპირება, ოპოზიციონერის თქმით, არაერთხელ გასა კახა კალაძემაც, თუმცა მოსახლეობა მანაც "გადააგდო".

ელისაშვილი კორუფციაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ " მოსახლეობის ჯიბიდან მილიონობით ლარია" მოპარული. 

ჩვენ ვიმყოფებით, "ქართული ოცნების", ამ მავნებლების კიდევ ერთი ტყუილის და დიდი ადერის ადგილას - იქ, სადაც მილიონები შეიჭამა და არაფერი გაკეთებულა. ეს შეუსრულებელი დაპირებების კიდევ ერთი ადგილია: ჩვენს ზურგს უკან ლილოს ცნობილი ნაგავსაყრელია, რომელიც წლების განმავლობაში, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობისთვის - სუნი, ეყალი, რომელიც ნიადაგში იჟონება, რომლითაც მინდვრები ირწყვება და ამ პროდუქტს ჩვენ ვჭამთ. 

"ქართული ოცნების" დაპიტრება რომ აქ მოწესრიგდებოდა ინფრასტრუქტურა, აშენდებოდა ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა ტყუილი აღმოჩნდა. ეს ტყუილი წლებია, გრძელდება. ჯერ კიდევ 2014 წელს, ნარმანიამ,  ამ ბეჩავმა მერმა დაიწყო ამ ტყუილების თქმა, რომ მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნებოდა, ასე არ იქბნებიოდა მიმოფანტული, არ გაჟონავდა წყალი, იქნებოდა ქარხანა და ყველაფერი ევროპული სტანდარტის მიხედვით გაკეთდებოდა, შემდეგ ეს ტყუილის ესტაფეტა რა თქმა უნდა, კალაძემ გადაიბარა და წლიდან-წლამდე, ორი ვადის განმავლობაში გვატყუებდა ჩვენ და ატყუებდა ლილოს გარშემო მცხოვრებ მოსახლეობას. უამრავი პრეზენტაცია, გასმოვლა გვახსოვს, სადაც კალაძე დაგვპირდა, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდებოდა - მოვიდეს ნებისმიერი ადამიანი და გვანახოს ამ ტერიტორიაზე მოგუგუნე ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა, მოვიდეს ვინმე და გვაჩვენოს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. მე კი გაჩვენებთ მიმოფანტულ ნაგავს, ნაგვის ხეებად იქცა აქაურობა, იმდენი პარკის შემოხვეული. 

ასეთი მატყუარა და გადამგდები ხელისუფლება ჰყავს თბილისს, რაც მთავარია, კალაძე კალაძე არ იქნებოდა, რომ ასე უბრალოდ მოვეტყუებინეთ და ამაში ფული არ ეშოვნა - შეჭმულია მილიონები. გამოცხადდა უამრავი ტენდერი, ითქვა, რომ მუშაობდნენ არაერთ გეგმაზე, თუმცა შეიჭამა მილიონები, ჩვენი ჯიბიდან ამოიღეს ეს ფული. საბოლოოდ კი არაფერი გაკეთებულა. ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებზე"- თქვა ელისაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები