გია ხუხაშვილი: გარდა იმისა, რომ მოთვინიერებული შინაური ცხოველია, ღარიბაშვილის ოპოზიცია იაფი უჯდებათ
"ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ ქვეყანაში ე.წ. სუვერენული ტიპის დემოკრატია დაამკვიდროს"- ამის შესახებ გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ჯუანშერ ბურჭულაძე და კიდევ "სხვა" დასაკავებელ-დასაჭერები, ღარიბაშვილს პარტიის გაკეთებას სთხოვენ".
პოლიტოლოგის განმარტებით, ივანიშვილის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ უნდა იყოს ერთი დომინანტური პარტია და მისი სატელიტები, რომლებიც ფსევდო დემოკრატიულობის ფონს შექმნიან.
ხუხაღარიბაშვილი ივანიშვილის "შინაური ცხოველია მოთვინიერებული" და ფინანსურად მისი პარტიის შენახვაც იაფი დაუჯდება.
ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ ე.წ. სუვერენული ტიპის დემოკრატია დაამკვიდროს ამ ქვეყანაში. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა იყოს ერთი დომინანტური პარტია და მისი სატელიტები, რომლებიც შექმნიან ფსევდო დემოკრატიულობის ფონს, ვითომ არსებობს ოპოზიცია. ასეთი ჰყავს "ხალხის ძალა", რომელიც თავისი წიაღიდან იმშობიარა.
ღარიბაშვილის ოპოზიცია იაფი უჯდებათ, გარდა იმისა, რომ შინაური ცხოველია მოთვინიერებული, ფინანსურადაც მისი შენახვა არაფერი არ დაუჯდებათ...
ესენი ხომ მაფიოზურად აზროვნებენ, ეს ხომ არ არის პოლიტიკური აზროვნება, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს, მაფიის წესებით ცხოვრობენ და წაკითხული კი არავის არაფერი არ აქვს, მაგრამ შიგნით ყავთ მაფიოზები კრიმინალური სამყაროდან, რომლებიც ასწავლიან ამ ყველაფერს ზეპირად.
ბიძინამ დაიწყო ე.წ. პარსვის, ანუ მოსავლის აღების პროცესი ყველაფერთან ერთად. გამომდინარე იქიდან, რომ ქურდის ქურდი, ქურდი არ არის ბიძინა ისევ ანგელოზია," - ამბობს გია ხუხაშვილი.
ცნობისთვის, დღეს, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის გაკეთებას სთხოვს.