რომეო მიქაუტაძე: შეზღუდული მაქვს პაემნის, სატელეფონო საუბრის, წერილების უფლება...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე კორუფციის ბრადებით დაკავებული რომეო მიქაუტაძე ამბობს, რომ მისთვის ციხეში ყოფნა რთულია.
ექს- მაღალჩინოსანმა დღეს მოსამართლეს 100 000-ლარიანი გირაო, საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება და ელექტრონული სამაჯურის გამოყენება შესთავაზა. ისაუბრა იმ პირობებზე, რომელშიც მისი თქმით, დაკავების დღიდან იმყოფება.
მიქაუტაძე ამბობს, რომ შეზღუდული მაქვს ოჯახთან კომუნიკაცია და ისინი თითქმის, 2-თვიანი ლოდინის შემდეგ დღეს პირველად ნახა:
ყველაფერი მალე დასრულდება და იმედი მაქვს, საშუალება მომეცემა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დავუბრუნდე ჩემს ერთგულ და ულამაზეს მეუღლესთან, ვაჟკაც შვილთან, რძალთან, მშობლებთან, ჩემს უსაყვარლეს ძმასთან, დიდ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. თითქმის, 2-თვიანი ლოდინის შემდეგ გნახეთ, რამაც ცოტა შვება მომცა.
შეზღუდული მაქვს პაემნის, სატელეფონო საუბრის, წერილების უფლება...
პაემნის, სატელეფონო საუბრის, და წერილების უფლება..."- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ სასამართლო პროცესზე, სადაც მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.
ყოფილი მაღალჩინოსანი მოსამართლეს უხსნიდა, რომ ის და თავის ოჯახი გამოძიებასთან თანამშრომლობენ და ოჯახის შემოსავლების აუდიტირება მიმდინარეობს.
- ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებას სასამართლო პროცესიდან, სადაც მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა, "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.