"ლელო-ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივნის მოადგილე, ოთო ფარულავა საქალაქო სასამართლოშია დაბარებული

05.08.25 14:57
"ლელო-ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივნის მოადგილე, ოთო ფარულავა საქალაქო სასამართლოშია დაბარებული

"ლელო-ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივნის მოადგილე, ოთო ფარულავა საქალაქო სასამართლოშია დაბარებული - ინფორმაციას "პირველებს" პარტიის პრესსამსახურში უდასტურებენ. 

სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დღესვე გამოაცხადებს - მოსამართლემ უნდა თქვას, გამოიყენებს ჯარიმას თუ ადმინისტრაციულ, 60 დღემდე პატიმრობას ფარულავას მიმართ, რომელმაც ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარი განაცხადა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოთო ფარულავას და მასთან ერთად მუოფ კიდევ ორ პირს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წასვლა მოსთხოვეს, თუმცა მათ კატეგორიული უარი განაცხადეს.

ფარულავას შეფასებით, არც შემდგომში გამოყენებული დამოუკიდებელი ექსპერტიზის შესაძლებლობა გამოუყენებიათ, რადგან, მისი შეფასებით, ეს პროცესები პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმს წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები