განიხილავს თუ არა პარტიის შექმნას ბურჭულაძე ღარიბაშვილთან ერთად? - ექს მინისტრი პირველ კომენტარს აკეთებს

05.08.25 15:14
განიხილავს  თუ არა პარტიის შექმნას ბურჭულაძე ღარიბაშვილთან ერთად? - ექს მინისტრი პირველ კომენტარს  აკეთებს

განიხილავს  თუ არა პარტიის შექმნას ბურჭულაძე ღარიბაშვილთან ერთად? - ექს მინისტრი პირველ კომენტარს  აკეთებს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი კატეგორიულად უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ოპოზიციური პარტიის შექმნის შესახებ ესაუბრა. 

გავრცელებულ ინფორმაციას ბურჭულაძე “ხაბეიშვილის ზღაპრებს“ უწოდებს და ამბობს, რომ “არასერიოზული თემაა“, თუმცა „პირველებს“ უდასტურებს, რომ ღარიბაშვილს შეხვდა, მაგრამ მათი საუბარი, მხოლოდ გამოკითხვების თემას ეხებოდა.

ამასთან, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამტკიცებს, რომ პოლიტიკაში, ან პარტიაში წასვლას არ აპირებს.

რა პარტია შემექმნა, არასდროს პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. ღარიბაშვილს კარგა ხნის წინ, 2 კვირის წინ შევხვდი. პარტიის შექმნაზე არ გვისაუბრია, აბსურდია, ხაბეიშვილის ზღაპრებია. პარტიის შექმნას კატეგორიულად უარვყოფ, არასერიოზული თემაა, - უთხრა “პირველებს“ ბურჭულაძემ. 

ცნობისთვის, დღეს ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის გაკეთებას სთხოვს. 

 

მსგავსი სიახლეები