რატომ აღმოჩნდა საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგს მიღმა? - როგორ იმართლებს თავს ირაკლი კობახიძე
რატომ აღმოჩნდა საქართველო ევოკავშირის დღის წერიგს მიღმა? - "ქარული ოცნების" პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე სამტავრობო მედიისთვის მიცემულ კოემნტარში ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად 2030 წლისთვის იქნება მზად.
კობახიძის მტკიცებით, "ქართული ოცნების" ყველა ნაბიჯი და რეფორმა ემსახურება იმას, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს.
"კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავდოთ პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამისთვის ძალიან ბევრი რამ კეთდება, მათ შორის, ხორციელდება ეკონომიკური რეფორმები. ჩვენ, ბოლო 4 წლის განმავლობაში, 11 მლრდ დოლარზე მეტით გავზარდეთ სხვაობა საქართველოს და მაგალითად, მოლდოვის ეკონომიკას შორის. ყველა ეს ნაბიჯი, ყველა რეფორმა ემსახურება იმას, რომ საქართველო, მათ შორის, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად," - აცხადებს კობახიძე.