ტრამპის ლანძღვის პროპაგანდა - რას ამბობენ "ოცნებაში" დუგინისა და შათირიშვილის იდენტურ განცხადებებზე
,,ქართული ოცნების" იდეოლოგის და დუგინის პროპაგანდა - ბიძინა ივანიშვილის პარტიის წევრები ამტკიცებენ, რომ განცხადებები თბილსსა და მოსკოვში დამოუკიდებლად კეთდება.
გია ვოლსკი ალექსანდრ დუუგინისა და ზაზა შათირიშვილის მიერ პრეზიდენტ ტრამპზე გაკეთებული განცხადების შესახებ დასმული კითხვის გამო ქართულ მედიას აკრიტიკებს:
დუგინმა რაც თქვა და ზაზა შათირიშვილმა რა თქვა, რაღაც თემებზე თუ ემთხვევა ერთმანეთს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგივე განცხადებას არ გააკეთებს, ვთქვათ, რომელიმე პოლიტიკოსი ევროპიდან, ან აშშ-იდან. ხან დუგინს შემოტენით, ამ დეზინფორმაციულ სივრცეში, ხან ვის და ხანს ვის, ეს არის თქვენი სახე, - განაცხადა ვოლსკიმ.
პაპუაშვილმა კი თქვა, რომ “აშშ-ს და საქართველოს ერთი მტერი - „დიფ სთეითი“ ჰყავს და ის გავლენის საცეცები, რომელიც ოლიგარქულ მმართველობას აქვს, საკმაოდ მძლავრია“.
დღეს აშშ-ს და საქართველოს ჰყავს ერთი მტერი - „დიფ სთეითი“. ვხედავთ, რომ ის გავლენის საცეცები, რომელიც ოლიგარქულ მმართველობას აქვს საკმაოდ მძლავრია და ამას ყველა ხედავს. ჩვენ ყველანაირად ვგულშემატკივრობთ და იმედი გვაქვს, რომ დამარცხებას შევძლებთ, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რუსეთის იდეოლოგი, ალექსანდრ დუგინიც აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ "ტრამპი სულ გაგიჟდა".
ცნობისთვის, ზაზა შათირიშვილის სახელით, გუშინ, ახალი წერილი გამოქვეყნდდა, რომელშიც ფილოსოფოსი დონალდ ტრამპს ღიად დაუპირისპირდა.
"დონალდ ტრამპის ხელით, სწორედ რომ ოლიგარქების კარნახით იმართება"- წერს შათირიშვილი.