გეგელია "ოცნებაზე": "მათ ენაზე ვეტყვი - რა "მელკი" ხალხიც არიან, ისეთივე "მეშჩან" თემებს დასდევენ
"მათ ენაზე ვეტყვი - რა "მელკი" ხალხიც არიან, ისეთივე "მელკი და მეშჩან" თემებს დასდევენ"- ასე მიმართავს "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერი გრიგოლ გეგელია "ქართულ ოცნებას" და გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მიერ მამუკა ხაზარაძის მეუღლის უძრავი ქონების ქირავნობის საკითხთან დაკავშირებით პროპაგანდისტული მედიისა და "ქართული ოცნების" წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
"ბოლო რამდენიმე დღეა, ოლიგარქის ლეკვების შეტევის მთავარი ობიექტი "ლელო - ძლიერი საქართველო" გახდა, გასაგებია ვაწუხებთ..."- დაწერა ოპოზიციონერმა.
პირველ რიგში საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ მამუკა ხაზარაძეს და მის შექმნილ კომპანიებს წელიწადში ასობით მილიონი შეაქვს ქვეყნის ბიუჯეტში, შესაბამისად ამ ოჯახის მილიარდობით გადასახადია ქვეყნის ეროვნულ ბიუჯტეში შეტანილი წლების განმავლობაში, და რომ არა ეს ყოვლად კორუფციის ჭაობში ჩამხრჩვალი ხელისუფლება ეს თანხები უნდა ხმარდებოდეს სწორედ ქართველი ხალხის სოციალურ ეკონომიკურ განვითარებას.
ამიტომ განსხვავებით ტოტალურ კორუიფციაში ჩამხრჩვალი პაპუაშვილსიგან მდინარაძისგან და კობახიძისგან, თუ ვინმეს აქვს შეტანილი თანხები ეროვნულ ბიუჯეტში და არა გამოტანილი და მოპარული, ეს არის სწორედ მამუკა ხაზარაძე.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, ეს არის მარტივი საკითხი, რომელსაც პროპაგანდისტული მედია ლამის მთელი კვირაა თითზე იხვევს, მაგრამ ყველაფერი არის მარტივად, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას. პრობლემა იქნა ოჯახის მიერ აღმოჩენილი და ამას ხაზი მინდა გავუსვა. ოჯახის მიმართვის საფუძველზე მიეცა ამ ყველაფერს მსვლელობა და ოჯახის ინიციატივითვე ამოიწურა ეს საკითხი სრულად"-აღნიშნავს გეგელია.
"ქართულ ოცნებას" ციხიდან უპასუხა "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერმაც- მამუკა ხაზარაძემ ამ ყველაფერს "აღვირახსნილი კამპანია" უწოდა.
პოლიტიკოსი, რომელიც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ციხეში ზის, წერს, რომ ქირავნობა სრულიად კანონიერად, ოფიციალურად რეგისტრირებულია.
რაც შეეხება დაბეგვრის საკითხს, როგორც მამუკა ხაზარაძე განმარტავს, მისმა ოჯახმა გასულ კვირას თავად მიმართა შემოსავლების სამსახურს გადასახადის ზუსტი ოდენობის დადგენის საკითხზე და გასულ კვირაშივე მოხდა ბიუჯეტში შესატანი თანხის გადარიცხვა.