მიხელ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურია, მას ქართული სასამართლო ვერ აწევს - მარგველაშვილი

08.10.21 22:44
მიხელ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურია, მას ქართული სასამართლო ვერ აწევს - მარგველაშვილი

საქართელოს მეოთხე პრეზიდენტი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია. ამის შესახებ მან ტვ პირველთან განაცხადა. მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ ქართული სასამართლო მესამე პრეზიდენტის საქმეს "ვერ აწევს".

"ქართული ოცნება" რას მოიმოქმედებს ძნელი სათქმელია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ ოპოზიციის ძალა გაიზრდება ამ არჩევნების მეორე ტურის შედეგად, შედეგი უნდა იყოს, რომ სააკაშვილის ბედზე უნდა შედგეს პოლიტიკური კონსენსუსი, იმიტომ, რომ ეს უკვე პოლიტიკური საქმეა, ეს არ არის სამართლებრივი საქმე. ქართული სასამართლო ვერ აწევს ამ საქმეს, თუნდაც რეპუტაციით, - განაცხადა მარგველაშვილმა.