“ოცნების“ ელჩმა აშშ პროტოკოლის სამსახურის უფროსს ავტოგრაფისთვის მადლობა გადაუხადა
“ქართული ოცნების“ წარდგინებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს ელჩის პოზიციაზე დანიშნულმა თამარ ტალიაშვილმა ამერიკის სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსს, წიგნში გაკეთებული ავტოგრაფისთვის მადლობა გადაუხადა.
ამის შესახებ თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აშშ-ში აკრედიტებულ ქალ ელჩებთან ერთად, ის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო პროტოკოლის უფროსის, მონიკა ქრაულის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე დაპატიჟეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ქალი ხელმძღვანელები, აშშ-ში ირლანდიისა და რუანდას ელჩების მასპინძლობით.
ტალიაშვილი იუწყება, რომ მონიკა ქრაულმა მის გამოცემულ წიგნზე მას გულითადი ჩანაწერი და ავტოგრაფი დაუტოვა.
მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო პროტოკოლის უფროსის, ელჩი მონიკა ქრაულის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ქალი ხელმძღვანელები, აშშ-ში ირლანდიისა და რუანდას ელჩების მასპინძლობით.
️შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიაში ქალთა როლის მნიშვნელობაზე.
აღსანიშნავია, რომ ელჩი მონიკა ქრაული არის არა მხოლოდ წარმატებული და აღიარებული სახელმწიფო მოღვაწე, არამედ ასევე გამორჩეული და ცნობილი ავტორია. აქვე, მსურს მადლობა გადავუხადო მას ავტოგრაფისა და გულითადი ჩანაწერის დატოვებისთვის მის გამოცემულ წიგნში,-წერს ტალიაშვილი.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.