ღარიბაშვილის ახალი პარტია?- ემზადება თუ არა ექსპრემიერი “ოცნების“ ფსევდო ოპოზიციაში გადასასვლელად

05.08.25 20:20
ღარიბაშვილის ახალი პარტია?- ემზადება თუ არა ექსპრემიერი “ოცნების“ ფსევდო ოპოზიციაში გადასასვლელად

ემზადება თუ არა ექსპრემიერი ღარიბაშვილი ახალი ოპოზიციური პარტიის შესაქმნელად?! - ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, კონსულტაციები შედგა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ექსპრემიერს მოსთხოვა, პარტია შეექმნა და პოლიტიკური ქოლგის ქვეშ ისინი გაეერთიანებინა, ვისაც ივანიშვილის გუნდი დასაკავებლად ამზადებს.

სავარაუდოდ, ღარიბაშვილმა “ოცნების“ ის ყოფილი ჩინოვნიკები უნდა შემოიკრიბოს, ვისაც კორუფციას ედავებიან.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი “პირველებთან“ უარყოფს, რომ ან პოლიტიკაში წასვლას, ან ახალ პარტიაში შესვლას აპირებს. ჯუანშერ ბურჭულაძე ადასტურებს, რომ ექსპრემიერს 1-2 კვირის წინ შეხვდა, დაკავებების და დაკითხვების სერიის შესახებ ელაპარაკა, მაგრამ მისი მტკიცებით, პარტიის შექმნა არც კი უხსენებიათ.  

ირაკლი ღარიბაშვილი რომ პარტიას არ შექმნის, ასე დარწმუნებულები არ არიან “ქართულ ოცნებაში“. ივანიშვილის გუნდის წევრები დღეს მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდენ, თან ექსპრემიერის ოპოზიციაში წასვლას გამოგონილ ამბავს უწოდებდნენ და თან მცირე შანსიც დაიტოვეს. ამბობდნენ, რომ „ცხოვრებაში გამორიცხული არაფერია.“

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები