ლაშა ცანავას სკანდალური ჩვენებით ამ დრომდე არცერთი საგამოძიებო უწყება არ ინტერესდება-ენმ გამოძიებას ითხოვს

05.08.25 20:38
ლაშა ცანავას სკანდალური ჩვენებით ამ დრომდე არცერთი საგამოძიებო უწყება არ ინტერესდება-ენმ გამოძიებას ითხოვს

ვინ არიან სუს-ის მაღალჩინოსები, ვინც “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის გადაბირებას ცდილობდნენ. სასამართლოში გაკთებული სკანდალური განცხადებიდან მეოთხე დღე  გავიდა, თუმცა ლაშა ცანავა ამ დრომდე არც კი გამოუკითხავთ.  

სუს-ის მაღალჩინოსნების მხილების შემდეგ, საჯარო ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება არც პროკურატურაში დაწყებულა და არც ოხანაშვილის უწყებაში შიდა მოკვლევა.

ლაშა ცანავამ სასამართლოში მოყვა, რომ სუს-ის ორი მოქმედი მაღალჩინოსანი მას, თავისუფლების და დიდი ფულის სანაცვლოდ, ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ კომპრომატებს სთხოვდა. მას შემდეგ რაც ეს განცხადება რეაგირების გარეშე დარჩა, საგანგებო განცხადებით საგამოძიებო უწყებებს უკვე პარტიის პოლიტ საბჭომაც მიმართა.

ლაშა ცანავა დარწმუნებულია, რომ ის მეგობარზე და თანამებრძოლზე შურისძიების მოტივით დააკავეს, რადგან “ოცნების“  პოლიტიკური ოპონენტი, რომელიც ივანიშვილის გუნდში შიდა დაპირისპირებაზე ინფორმაციას ხშირად ავრცელებს, მათთვის დიდ თავისტკივილად იქცა.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები