საქართველო EU-ს მიღმა-დანიაში ევროკავშირის წევრის სახელმწიფოების არაფორმალური შეხვედრაზე საქართველო არ მიიწვიეს
ირაკლი კობახიძე საკუთარ თავს ემიჯნება. ივანიშვილის პრემიერი თურქმენეთიდან ამტკიცებს,რომ 28 ნოემბერს გაკეთებული მისი განაცხადი ყველას მოეჩვენა და ევროკავშირში ინტეგრაცია “ოცნებას“ არ შეუჩერებია.
სწორედ “ქართული ოცნების“ აღნიშნული განცხადების შემდეგ, ივანიშვილის პარტიას აღარსად იწვევენ, მათ შორის არც დანიაში, სადაც სექტემბრის დასაწყისში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატები ევროკავშირის გაფართოებასა და გაერთიანების წევრობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებზე იმსჯელებენ.
შეხვედრას დაესწრება კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა ქვეყანა - უკრაინა,მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, თურქეთი - ანუ ყველა მინუს საქართველო.
ფაქტები ცხადყოფს, რომ საქართველო ამ მოცემულობით ევროკავშირის პოტენციურ წევრად აღარ მოიაზრება. მეტიც, დღეს გაირკვა ისიც, რომ “ოცნება“ არასასურველი სტუმარი არა მხოლოდ მინისტრების შეკრებაზეა, არამედ ე.წ კოსაკის საპარლამენტო ფორმატშიც. ამ ფაქტის აღიარება თავად შალვა პაპუაშვილს მოუწია და პარტნიორებზე ტრადიციული იერიში მიიტანა.
დეტალები ხატია წოწონავას რეპორტაჟში
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.