ნინო დათაშვილი რომ ფსიქიატრიულში გადაჰყავთ, თითოეული ჩვენგანის შეურაცხყოფა და საბჭოთა მეთოდის დაბრუნებაა-ვატო სურგულაძე
ჩვენ, პროფესორ-მასწავლებლები და ექიმები, პროფესიონალები, რომლებმაც ფიცი დავდეთ ვემსახუროთ საზოგადოებას, დავიცვათ ადამიანის ღირსება და ჯანმრთელობა, ვდგავართ ნინო დათაშვილის გვერდით,- ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ წევრი, ვატო სურგულაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „ის რომ ნინო დათაშვილი ფსიქიატრიულში გადაჰყავთ, არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ბედი, ეს არის თითოეული ჩვენგანის შეურაცხყოფა, ეს არის საბჭოთა მეთოდის დაბრუნება.“
ჩვენ, პროფესორ-მასწავლებლები და ექიმები, პროფესიონალები, რომლებმაც ფიცი დავდეთ ვემსახუროთ საზოგადოებას, დავიცვათ ადამიანის ღირსება და ჯანმრთელობა, ვდგავართ ნინო დათაშვილის გვერდით. ადამიანის, მოქალაქის და მასწავლებლის, რომელიც იძულებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაჰყავთ. ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ბედი, ეს არის თითოეული ჩვენგანის შეურაცხყოფა, ეს არის საბჭოთა მეთოდის დაბრუნება. ჩვენ გვახსოვს საბჭოთა წარსული, გვახსოვს, როგორ აცხადებდნენ მოაზროვნეებს ფსიქიკურად დაავადებულებად, როცა ვეღარ აკონტროლებდნენ სიმართლეს. ჩვენ გვახსოვს ჟურნალისტი ნაზი შამანაური, რომელიც გამოკეტეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. არავის აქვს უფლება, აზრის გამოხატვა და სამოქალაქო პოზიცია გადააქციოს სიმპტომად. დღეს ჩვენ ვდგავართ ნინოსთვის და ეს ნიშნავს, რომ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. თავისუფლება ნინოს! პოლიტიკური რეპრესიები უნდა დავასრულოთ,- წერს სურგულაძე.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.