გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

06.08.25 10:15
გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილი სინდისის პატიმრის, გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენს დღეს, 6 აგვისტოს, 16:00 საათზე გამოაცხადებს. 

მოსამართლეს განაჩენი 25 ივლისს უნდა გამოეცხადებინა, თუმცა სხდომა მოულოდნელად გადაიდო. 

გასულ პროცესზე ბრალდებულმა გიორგი ახობაძემ დასკვნითი სიტყვით ისარგებლა.

გიორგი ახობაძე ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდა და ის სამართალდამცავებმა „ჩაუდეს“. 

ადვოკატების განცხადებით, ნარკოტიკულ საშუალებაზე გიორგი ახობაძის პირის ღრუდან აღებული ნერწყვის ნიმუში გადაიტანეს.

გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. გამოძიება ექიმს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება. 

დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები