ირაკლი კუპრაძე: "ლელო-ძლიერი საქართველოს" საბანკო ანგარიში დააყადაღეს
"ლელო-ძლიერი საქართველოს" საბანკო ანგარიში დაყადაღებულია - ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, პარტიის ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ყადაღის დადებასთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნული ბიუროდან ოფიციალირი წერილი უკვე მიიღეს:
დღეს ჩვენ წერილი მოგვივიდა, სადაც აღსრულების ეროვნული ბიურო გვატყობინებს, რომ კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს ოფიციალური საბანკო ანგარიში დაყადაღებულია. ეს იმის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობაა, რომ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ჩვენს ბრძოლასა და წინააღმდეგობას ხელი შეუშალონ, რომ ივანიშვილის ძალადობრივ, რუსულ რეჟიმს პასუხი გავცეთ.
იმის მიუხედავად, დააყადაღებენ თუ არა პარტიისა და კოალიციის ანგარიშს, პროპაგანდას აწარმოებენ თუ არა მამუკა ხაზარაძისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ეს სასაცილოდაც არ გვყოფნის, რადგან ეს არის ქართული ოცნების სიშლეგის გამოვლინება. მათ ეშინიათ იმ სისუსტის, სადაც ჩვენ შეგვიძლია ისინი დავამარცხოთ"- თქვა კუპრაძემ.
პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნი რაჟდენ კუპრაშვილის უწყების მიერ მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გამოეხმაურა და მას "კლოუნადა" უწოდა.
უკვე 5 დღის განმავლობაში, არალეგიტიმური ხელისუფლება „ქართული ოცნება“, არალეგიტიმური პრემიერი კობახიძე, ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი, სხვები და სხვები ახორციელებენ სასაცილო, იუმორისტულ შეტევას კოალიცია „ძლიერ საქართველოზე“, ჩვენთვის სრულიად არასერიოზული იქნებოდა მათი ეს პროპაგანდისტული ნარატივი, რომ არა ის რეალური ხელშეშლა ჩვენს საქმიანობაში, რომელსაც ისინი აწარმოებენ. 5 დღის განმავლობაში ანტიკორუფციული სააგენტო თავდასხმას ახორციელებს კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ და მისი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ გაუგებრობაში, სისულელეში და იუმორისტული ჟანრის კლოუნადაში ე.წ. პრემიერმა კობახიძემ, მათ შორის გახვია გერმანიის ელჩი - გერმანიის ელჩი, რომელსაც წლების განმავლობაში უკვე აქტიურად ებრძვის „ქართული ოცნება“. 2025 წლის 1-ელ ივლისს გააკეთეს განცხადება, რომ გერმანიის ელჩი უნდა გააძევონ ქვეყნიდან. ეს გამოგონილი სიგიჟე, სიშლეგე, რომელიც შეესაბამება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პროპაგანდას და გაუგებარ სტრატეგიებს, წარმოადგენს სწორედ ამ ორ მიზანს-თავდასხმას გერმანიის ელჩზე და თავდასხმას იმ პროდასავლურ კოალიციაზე, რომელიც იბრძვის დღეს აქტიურად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ეს არის კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“- აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.