შვედი მინისტრი: ევროკავშირი ლგბტ ქორწინების აღიარებას წევრ სახელმწიფოებს არ ავალდებულებს
ევროკავშირის კანონმდებლობა არ მოითხოვს წევრი ან კანდიდატი ქვეყნებისგან ლგბტ ქორწინების ცნების მიღებას – ამის შესახებ შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა ჯესიკა როზენკრანცმა „ინტერპრესნიუსს“ წერილობით აცნობა, შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე განმარტების პასუხად.
ევროკავშირის ხელშეკრულებები ყველა უმცირესობის, მათ შორის ლგბტ თემის, უფლებების სრულ სამართლებრივ დაცვას ითვალისწინებს, თუმცა წევრ ქვეყნებს არ ავალდებულებს ერთნაირსქესიანი ქორწინების კონკრეტული ფორმით აღიარებას - ჯესიკა როზენკრანცმა.
„შვედეთს ლგბტ თემის უფლებების მხარდაჭერის დიდი გამოცდილება აქვს და ამაყად გააგრძელებს ამას. ევროკავშირის ხელშეკრულებები ყველა უმცირესობის, მათ შორის ლგბტ თემის უფლებების სრული სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა. ევროკავშირის თითოეულ მოქალაქეს აქვს ერთი და იგივე განუყოფელი უფლება, იცხოვროს დისკრიმინაციის, სიძულვილისა და ძალადობის მუქარისგან თავისუფალმა. ეს ჩვენი კავშირის ძირითადი ღირებულებაა და ნებისმიერი კანდიდატი ქვეყნისთვის უდავო პირობაა. თუმცა, ევროკავშირის კანონმდებლობა არ მოითხოვს მის წევრი სახელმწიფოებისგან ან კანდიდატი ქვეყნებისგან, რომ თავიანთ კანონმდებლობაში [ლგბტ] ქორწინების ზუსტად იგივე ცნება მიიღონ“, - განუცხადა შვედეთმა მინისტრმა „ინტერპრესნიუსს“.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.