თავისუფლების ხმა ციხიდან - სინდისის პატიმრების მშობლები რუსთავში იმყოფებოდნენ
,,თავისუფლების ხმა ციხიდან" - სინდისის პატიმრების მშობლები, სამოქალაქო აქტივისტები და მოხალისეები ამ წუთებში რუსთავში იმყოფებიან. ისინი ადგილობრივებს ხვდებიან და იმ გაზეთებს ურიგებენ, სადაც პროევროპულ აქციებზე დაკავებულების წერილებია გაერთიანებული.
პატიმრების მშობლები ამბობენ, რომ კამპანიის მიზანი ინფორმაციის გავრცელებაა, იმ პირობებში, როცა "ქართული ოცნების" მიერ კონტროლირებად მედიას რეალური ამბების გაშუქება არ სურს.
პატიმრის დედებმა დღეს დატყვევებულ ქალ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს:
თვალწინ მიდგას მზიას გულზე დაებული ხელი, მადლობა რომ გადაგვიხადა და უზომო სიყვარული გამოხატა. ვიცი, რომ დღეს გამოცხადებული განაჩენი ცუდი იქნება, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ.
მზია რკინის ქალის სახეა, ეს მან დაამტკიცა, მთელმა საქართველომ ნახა"- განაცხადა ნანი წულაიამ.