"არ გატყდეთ" - აუდიო ფრაგმენტი მზია ამაღლობელის საბოლოო სიტყვიდან
"არ გატყდეთ!" - ეს არის ტყვეობაში მყოფი დამოუკიდებელი ჟურნალუტის, მზია ამაღლობელის მთავარი გზავნილი, რომელიც "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელმა სასამაღლოში, დასკვნითი სიტყვისას თქვა.
უდიო ჩანაწერს გამოცემა "ბათუმელები" ასაჯაორვებს - აღნიშნულ ფრაგმენტში, ჟურნალისტი, რომელიც 200 დღეა ტყვეობაშია, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს მადლობას უხდის.
მისი თქმით, საელჩოების წარმომადგენლების და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებს პროცესზე ყოფნა, პერსონალურ მხარდაჭერად არასდროს აღუქვამს.
"ისინი აქ ჩვენი არჩევანის, საქართველოს ევროპული მომავლის, დემოკრატიის, თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად არიან"- ამბობს მზია ამაღლობელი:
ამ დარბაზში, მარცხენა მხარეს, ხშირად ვხედავ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს თუ ელჩებს, იმ საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებს, რომლებიც მედიისა და ადამიანის უფლებებზე მუშაობენ. ძალიან მახარებს ეს ამბავი. მათი აქ ყოფნა არასდროს აღმიქვამს ჩემს პერსონალურ მხარდაჭერად. ისინი აქ ჩვენი არჩევანის, საქართველოს ევროპული მომავლის, დემოკრატიის, თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად არიან. მათი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ ჩვენ მარტო არ ვართ დიქტატურისკენ მიმავალ რეჟიმთან ბრძოლაში. მადლობა საქართველოს მეგობრებს"- აცხადებს ამაღლობელი.
აუდიო ჩანაწერის თანახმად, ჟურნალისტის მიმართვის ადრესატები, კრიტიკული მედიის, სამოქალაქო სექტორი და თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა იმ მოქალაქე იყო, რომელიც წინააღმდეგობის ჯგუფს წარმოადგენს.
მადლობა ჩემს კოლეგებს, ჟურნალისტებს, კრიტიკულ მედიაში მომუშავე ყველა პირს, სამოქალაქო სექტორს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც წინააღმდეგობის ჯგუფს წარმოადგენს. სადაც არ უნდა იყოთ, გახსოვდეთ, რომ განუზომელი ენერგიის მატარებელია ის ხმა და ძალა, რომელიც თქვენგან მოდის. ზუსტად თქვენი სოლიდარობის შედეგია, შიმშილობის დროს ფიზიკურად რომ გადავრჩი. ამიტომაც ნუ დაკარგავთ თქვენი შესაძლებლობების რწმენას. დრო ჯერ კიდევ არის. ბრძოლა გამარჯვებამდე! ჩემს ოჯახს, მეგობრებს, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” გუნდს მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაზე რთულ და ამავდროულად მნიშვნელოვან დროს თქვენთან არ ვარ. არ გატყდეთ! ჩემმა პატიმრობამ არ დაგასუსტოთ. მე თქვენი მჯერა"- დასძინა მან.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.