"5 ივლისს გვითხრეს, რომ ჩვენ შეგვიძლია მოგკლათ, ახლა გვეუბნებიან, რომ შეგვიძლია, დაგიჭიროთ" - ზურა ვარდიაშვილი
რა უთხრა მზია ამაღლობელის ციხეში ჩასმით ხელისუფლებამ მედიას? - როგორც გამოცემა "პუბლიკას" მთავარი რედაქტორი, ზურა ვარდიაშვილი ამბობს, რომ 5 ივლისს ჟურნალისტებს უთხრეს, რომ მათ შეუძლიათ მოკლან, დამოუკიდებელი გამოცემების ხელმძღვანელის დაკავებით, კი ხელისუფლებამ თქვა, რომ მას ყველას დაკავება შეუძლია.
ზეწოლის ეს მეთოდები და ხერხები ჩვენთვის უცხო არ არის - ვინც ამ პროფესიაშია, ვინც მოვლენებს მაყურებლის რანგში უყურებს, ყველამ ძალიან კარგად იცის, ჟურნალისტები ყოველთვის პრესის ქვეშ მუშაობენ - იქნება ეს ფინანსური თუ ფიზიკური დაპირისპირება, ტროლ-ბოტების მისევა ციფრულ სივრცეში, ე.წ. ტიტუშკების მისევა ღია სივრცეში. 5 ივლის გვითხრეს, რომ ჩვენ შეგვიძლია, მოგკლათ, ვგულისხმობ ლექსო ლაშქარავას, ახლა გვეუბნებიან, რომ შეგვიძლია, დაგიჭიროთ"- აცხადებს ვარდიაშვილი.
საბადრაგო სამსახურმა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს. მოსამართლე, ნინო სახელაშვილი ჟურნალისტის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენს დღეს, 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოცხადებს.
პროცესის პარალელურად, სასამართლოს გარეთ აქცია მიმდინარეობს.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.