“ოცნების“ ლიდერებს ვეკითხები: რას მოიმოქმედებენ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პროკურატურა ჩემს ექსტრადიციას მოითხოვს?-ელისაშვილი

06.08.25 14:45
“ოცნების“ ლიდერებს ვეკითხები: რას მოიმოქმედებენ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პროკურატურა ჩემს ექსტრადიციას მოითხოვს?-ელისაშვილი

კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი, ალეკო ელისაშვილს აინტერესებს, რას აპირებს „ოცნება“  იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის გენერალური პროკურატურა მის ექსტრადიციას და რუსებისთვის გადაცემას მოითხოვს.

როგორც ელისაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილის გუნდში ამ დრომდე არავინ არაფერს ამბობს იმ ფაქტზე, რომ  რუსეთმა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

პოლიტიკოსის თქმით, ეს არის დასტური იმის, რომ “რუსეთი და საქართველოს ხელისუფლება კოორდინირებულად მოქმედებენ.“

ეს ყველაფერი იმისთვის გააკეთეს, რომ მე სამი წლის წინ, თვენახევრის განმავლობაში, ვიბრძოდი გმირი და თავგანწირული ხალხის მხარდამხარ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, იქ ბრძოლაც და ის გადაწყვეტილებაც, რაც დონეცკის სასამართლომ და  რუსეთის პროკურატურამ მიიღო. დიახ, მეამაყება თავგანწირული უკრაინელი ხალხის გვერდით ბრძოლა და მეამაყება ის, რომ ურკაინაში საქართველოს სახელმწიფოს და ეროვნულ ინტერესებს ვიცავდი, როგორც შემეძლო ერთ მოქალაქეს და ერთ მეომარს.

ვხედავთ, რომ 24 საათის გასვლის შემდეგაც, კომენტარს არ აკეთებს „ქართული ოცნება“ საერთოდ არ იმჩნევს ამბავს და ვითომ, არც არაფერი გაუგიათ და არც არაფერი მომხდარა. ამ დუმილის მიუხედავად, “ოცნების“ თითოეულ წევრს მინდა ვკითხო, რას აპირებენ, ან რას მოიმოქმედებენ ისინი იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის მხარე მოითხოვს, ჩემს ექსტრადიციას, ანუ, ქართულ სახელმწიფოს მოსთხოვს საქართველოს მოქალაქის დაპატიმრებას და რუსებისთვის გადაცემას. რას აპირებთ და მოიმოქმედებთ, ჩემთვის ძლიან საყურადღებოა ეს ამბავი, თუმცა, მეორეს მხრვ, ყვეალფერი მკაფიო და ნათელია, “ქართული ოცნების“ დუმილი დასტურია იმის, რომ რუსული მხარე, რუსული სახელმწიფოდ ა საქართველოს ხელისუფლებაში ჯერ კიდევ მყოფი ეს არალეგიტიმური ხალხი მოქმედებენ სინქრონში, კოორდინირებულად, ისინი აღარც მალავენ, რომ არიან მოკავშირეები და ამ შემთხვევაში, რუსეთს და “ქართულ ოცნებას“ აქვთ კოორდინირებული შეტევა სწორედ კოალიცია “ლელო ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ. გაშმაგებული შეტევა მიმდიანრეობს ჩვენს კოალიციაზე და ეს ყველაფერი უკავშირდება ჩვენს გადაწყვეტილებას, საარჩევნო თავგანწირულ ბრძოლაში შესვლასთან დაკავშირებით და ყველა მხრიდან გვიტევენ,- განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები