ამ განაჩენის კონტექსტი სამართლებრივის გარდა არის მორალურიც და ის მზიაზე მეტად სჭირდება ამ ქვეყანას - დიანა ტრაპაიძე

06.08.25 13:59
ამ განაჩენის კონტექსტი სამართლებრივის გარდა არის მორალურიც და ის მზიაზე მეტად სჭირდება ამ ქვეყანას -  დიანა ტრაპაიძე

 

 

ამ განაჩენის კონტექსტი სამართლებრივის გარდა არის მორალურიც და ის მზიაზე მეტად სჭირდება ამ ქვეყანას - ამის შესახებ ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მიმართ, მოსამართლე ნინო სახელაშძვილის განაჩენს ელოდებიან.

"ტვ პირველის" წარმომადგენელი ამბობს, რომ მზია ამაღლობელმა რეგიონში შექმნა ისეთი პროდუქტი, რომელსაც ნებისმიერი ევროპული ქვეყანა ისურვებდა. 

დიანა ტრაპაიძე ამბობს, რომ თბილისიდან ბათუმში, რეზონანსულ სასამართლოზე დასასწრებად მზია ამაღლობელის პროფესიული კეთილსინდისიერების გამო მივიდა. 

მე ვიცი, როგორი კეთილსინდისიერი ჟურნალისტია მზია და რა გარემო და როგორი მედიასაშუალება შექმნა მან - ყველა ხელისუფლების პირობებში უკომპრომისო.

დღეს აქ ვარ იმედით, რწმენით, სურვილით, რომ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოქნე პირები კიდევ ერთხელ გააცნობიერებენ, რომ ეს განაჩენი არ იქნება მხოლოდ მზია ამაღლობელის განაჩენი. ეს იქნება განაჩენი, რომელიც ყველას გვაგრძნობინებს, როგორ გარემოში, კლიმატში უნდა ვიცხოვროთ. 

ამ განაჩენის კონტექსტი არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ მორალურიც, პოლიტიკურიცაა. ის მზიაზე მეტად სჭირდება ამ ქვეყანას. მერწუნე, ეს სჭირდება იმ ახალგაზრდა მოსამართლე ქალს და ახალგაზრდა პოლიციელსაც.

ყველას გვჭირდება სწორი და სამართლიანი განაჩენი. არ ვიცი, ოპტიმიზმის თუ სურვილის დამსახურებაა, მაგრამ სადღაც მაინც კიაფობს განცდა, რომ ამ დარბაზიდან უფრო ბედნიერები თუ კმაყოფილები გამოვალთ"- განაცხადა დიანა ტრაპაიძემ. 

საბადრაგო სამსახურმა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს. მოსამართლე, ნინო სახელაშვილი ჟურნალისტის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენს დღეს, 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოცხადებს. 

პროცესის პარალელურად, სასამართლოს გარეთ აქცია მიმდინარეობს.  

მსგავსი სიახლეები