სილა რეჟიმს! - მზია ამაღლობელის პირველი რეაქცია
სილა რეჟიმს! - ასეთია მზია ამაღლობელის პირველი რეაქცია, მას შემდეგ, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა "ბათუმელების" დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა.
ბათუმის ციხიდან, რუსთავში ეტაპირებისას ამნაღობელმა ავტომობილის მინას მიადო ფურცელი, რომელსაც ეწერა: "სილა რეჟიმს!"
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
- პროკურატურა მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი.
- მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.
გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ფოტო: მინდია გაბაძე/ „პუბლიკა“
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.