აქვს ანემია... ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება - მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი

09.10.21 00:03
აქვს ანემია... ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება - მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა რუსთავის მე- 12 პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მესამე პრეზიდენტი მოტივირებულია და მხნედ არის, თუმცა აქვს ანემია. ექიმი ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მომდევნო კვირაში გაუარესდება. 

ძალიან ნერვიულობდა ბათუმის ამბებზე. განაგრძობს შიმშილობას და მითხრა, არ დავამთავრებო. გეფიცებით ყველაფერს...  გარეგნულად არაფერი ეტყობა, ძლიერადაა, მოტივირებულია. რომ ნახოთ, ვერც შეატყობთ, რომ შიმშილობს ადამიანი. მშრალ შიმშილობაზე არასდროს ყოფილა ბატონი პრეზიდენტი, წყალს იღებს. წონაში დაკლებულია. პრობლემა არის შიმშილი. აქვს ანემია... მედიკამენტები ჯერ არ სჭირდება, ჩემი გამოთვლებით, შემდეგ კვირას დასჭირდება ნამდვილად მკურნალობა... ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

მსგავსი სიახლეები