რეჟიმი ზედმეტად მშიშარაა, რომ მზია ამაღლობელი გაათავისუფლოს და ზედმეტად სუსტია, რომ ის გაასამართლოს-სალომე ზურაბიშვილი

06.08.25 15:14
რეჟიმი ზედმეტად მშიშარაა, რომ მზია ამაღლობელი გაათავისუფლოს და ზედმეტად სუსტია, რომ ის გაასამართლოს-სალომე ზურაბიშვილი

რეჟიმი პარალიზებულია - ზედმეტად მშიშარაა, რომ მზია ამაღლობელი გაათავისუფლოს და ზედმეტად სუსტია, რომ ის გაასამართლოს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.

ზურაბიშვილის თქმით, “ეს არ არის სამართლიანობა, ეს სიკვდილის პირას მყოფი ავტორიტარული სისტემაა“.

რეჟიმი პარალიზებულია - ზედმეტად მშიშარაა, რომ მზია ამაღლობელი გაათავისუფლოს და ზედმეტად სუსტია, რომ ის გაასამართლოს. ის გადარჩენის იმედით, დროის გაჭიანურების უკან იმალება. მაგრამ მისმა სიძლიერემ მათი შიში გამოააშკარავა. ეს არ არის სამართლიანობა. ეს სიკვდილის პირას მყოფი ავტორიტარული სისტემაა. ჩვენ არ გავჩერდებით!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

პროკურატურა მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. 

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მსგავსი სიახლეები