"სახედაკარგული რეჟიმის სასოწარკვეთილება" - პროტესტი უზენაეს სასამართლოსთან
"სახედაკარგული რეჟიმის სასოწარკვეთილი ქცევა" - ბათუმის პარალელურად, 8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა მზია ამაღლობელის განაჩენი თბილისში, უზენაეს სასამართლოსთანაც გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მოსამართლეს არ მიუღია და სინდისის პატიმარი საპატიმროში 2 წლით ბიძინა ივანიშვილმა გაუშვა.
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, მაია კოპალეიშვილის განცხადებით, დამდგარი განაჩენი არის მახვილი მართლმსაჯულებისთვის.
დამდგარი განაჩენი არის, რა თქმა უნდა, უსამართლო არის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, კონსტიტუციის დარღვევა და პირველ რიგში ეს არის, კიდევ ერთხელ, მახვილი მართლმსაჯულებისთვის, რამეთუ მართლმსაჯულებამ ვერ შეძლო საკუთარი მდგრადობის წარმოჩენა.
სამართლიანი გადაწყვეტილება იქნებოდა თუკი, ქალბატონი მზია დღეს დატოვებდა სასამართლო სხდომის დარბაზს, ანუ მას მოსამართლე გაათავისუფლებდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან," - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
ცნობისთვის, უზენაეს სასამართლოსთან აქცია უკვე დასრულდა და 8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს, სადაც კიდევ ერთი სინდისის პატიმრის, გიორგი ახობაძის განაჩენი უნდა გამოცხადდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.