“ოცნების“ წევრები დიპლომატებს წინასაარჩევნო პერიოდში განცხადებების გაკეთებას და მედიასთან კომუნიკაციას უკრძალავენ
შალვა პაპუაშვილი ევოკავშირის ელჩებს ისევ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაარევაში ადანაშაულებს. დიპლომეტებზე იერიში ივანიშვილის გუნდის წევრმა მას შემდეგ მიიტანა, რაც მიხეილ ყაველაშვილმა არჩევნები ოფიციალურად 4 ოქტომბერს დანიშნა.
ამ განკარგულების პარალელურად კი, საქართველოში მოქმედ დიპლომატებს პაპუაშვილი აფრთხილებს, როგორ უნდა მოიქცნენ, მომდევნო ორი თვის განმავლობაში.
“ოცნების“ წევრები ფაქტობრივად ელჩებს ყველაფერს უკრძალავენ, იქნება ეს განცხადებების გაკეთება, სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა, თუ მედიასთან კომუნიკაციაც.
ეს პერიოდი იქნება ყველასთვის ტესტი, ისინი რამდენად სცემენ პატივს საქართველოს კანონმდებლობას, ქართველ ამომრჩეველს, თუ ეს არის მათი პირდაპირ დაგეგმილი ოპერაცია, რომ საარჩევნო პროცესში ჩარევით, შეცვალონ მოსახლეობის არჩევანი. ვნახეთ, წინა თვეების განმავლობაში, ეს მცდელობები თუ ნაბიჯები, შიგნით თუ გარეთ, დაფინანსების გამოყოფის მცდელობები, და ა.შ. რაღაცნაირად, ან ერთი ხმარე დაიჭირონ, ან მეორე, რაც არ არის კანონის შესაბამისი. დიდი ბრიტანეთის ელჩი, ევროკავშირის ელჩი, ეს ადამიანი პირდაპირ აკეთებდა მტავრობსი საწინააღმდეგო მოწოდებას. განსაკუთრებით წინა საარჩევნოდ, ეს განცხადებები, ვიღაცას რაღაც მოაფიქრდება, რომ მაინცდამაინც ამ დღეს უნდა მისცეს რომელიმე მედიას ვრცელი ინტერვიუ და გააკრიტიკოს მთავრობა, კიდევ ერთხელ, ეს არის ყველაზე საფრთხილო პერიოდი მთლიანი საარჩევნო ციკლის განმავლობაში, ამიტომ, ყველას ვთხოვთ, მაქსიმალურად თავი შეიკავონ, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მათიკაშვილი ამბობს, რომ დიპლომატები არ იცავენ ეტიკეტს და მათი აქტორი ოპოზიციის რუპორადაა გადაქცეული.
რეალურად რა ქმედებებს განახორციელებნ ისინი საქართველოში იქნება ლაკმუსის ქაღალდი. იცავენ კიდევ დიპლომატები დიპლომატიურ ეტიკეტს და ვენის კონვენციას, თუ პრაქტიკულად, მათი აქტორი, გადაქცეულია ოპოზიციის რუპორად, რეალურ და აქტიურ მხარდამჭერად, რაც იმდენად ამორფული და საერთაშორისო უფლებების დამრღვევი ქმედებაა, რომ წარმოუდგენელია, ამ პირობებში ვისაუბროთ რაიმე, აქტიურ და ღრმა მეგობრობაზე,- ამბობს ის.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ დიპლომატები წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობაში დაადანაშაულა.
პაპაუშვილი წერილში ამტკიცებს, რომ დიპლომატები როგორც განცხადებებით, ისე აგიტაციის დაფინანსებით არიან დაკავებულები.
ეს არჩევნები იქნება ტესტი იმის დასანახად, თუ ვინ სცემს პატივს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ვინ - მხოლოდ, ხინკალს - დაწერა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.