ნაკლები ისაუბრეთ ხინკალზე და მეტი ევროინტეგრაციაზე- ოპოზიცია პაპუაშვილს

06.08.25 16:19
ნაკლები ისაუბრეთ ხინკალზე და მეტი ევროინტეგრაციაზე- ოპოზიცია პაპუაშვილს

პაპუაშვილის იერიში დიპომატებზე- ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ ვინმე რამე კანონს არღვევს, ეს თავად “ქართული ოცნებაა“ და დიპლომატები არანაირად არ არიან ვალდებულები, რომ ივანიშვილის გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე მოახდინონ რეაგირება.

ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ “ეს არის მორიგი თავდასხმა დასავლეთზე, რისი მიზანიცაა, საქართველოს ევროპულ გზას და კურსს მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი.“

ეს არის არა ჩარევა, არამედ კეთილმოსურნე მეგობრების რჩევა,- ამბობს კოალიცია “ ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, გირგოლ გეგელია.

პაპუაშვილის განცხადება, წარმოადგენს მორიგ თავდასხმას დასავლეთის, ევროპული კავშირის ელჩებზე, რისი მიზანიც არის ერთადერთი-საქართველოს ევროპულ გზას და კურსს მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. ერთადერთი მოტივაცია, რომელიც ამოძრავებს პაპუაშვილს, არის საქმის ისე წარმოჩენა, თითქოს, ვინმე ერეოდეს ქართულ საქმეში, მაშინ როცა, ჩვენი ევროპელი მეგობრები გვირჩევენ, როგორც პარტნიორები და გვეუბნებიან, რომ თუ საქართველოს სურს ამ კლუბში გაწევრიანება, შესაბამისად, ჩვენმა სახელმწიფომ უნდა დაიცვას მთელი რიგი სტანდარტები. ეს არის არა ჩარევა, არამედ კეთილმოსურნე მეგობრების რჩევა- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან სანიკიძე პაპუაშვილს ურჩევს, ნაკლები ისაუბროს ხინკალზე და მეტი ევროინტეგრაციაზე.

ნაკლები ისაუბრობს ხინკალზე და მეტი ისაუბროს ევროინტეგრაციაზე, ჩარევას თუკი ისინი ეძახიან იმას, რომ მოგვიწოდებენ, ქვეყანაში იყოს სამართლიანი საარჩევნო გარემო, ადამიანის უფლებები იყოს დაცული, პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობდეს და პოლიტიკური ოპონენტების ოფისების რბევით და პოლიტიკოსებისთვის თავ-ყბის დალეწვით არ იყვნენ დაკავებლნი, ამას თუ ეძახიან ჩარევას, ეს არ მგონია, ჩარევა იყოს, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ დიპლომატები წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობაში დაადანაშაულა.

პაპაუშვილი წერილში ამტკიცებს, რომ  დიპლომატები როგორც განცხადებებით, ისე აგიტაციის დაფინანსებით  არიან დაკავებულები. 

ეს არჩევნები იქნება ტესტი იმის დასანახად, თუ ვინ სცემს პატივს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ვინ - მხოლოდ, ხინკალს - დაწერა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები