"ბრძოლა ბოლომდე!" - გიორგი ახობაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

06.08.25 16:43
"ბრძოლა ბოლომდე!" - გიორგი ახობაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

 

 

პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა - ამის შესახებ გათავისუფლების შემდეგ ექიმმა გიორგი ახობაძემ განაცხადა. 

"ბრძოლა ბოლომდე!" - ამბობს ექიმი, რომელიც სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა: 

„ყველა მედიასაშუალებას დიდი მადლობას ვუხდი თანადგომისთვის, ასეთი დეტალური გაშუქებისთვის. ალბათ, სახლში რომ მივალ, შოკში ჩავვარდები, ისეთი მხარდაჭერა მქონდა თქვენგან. პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ.

არ მჯერა, აქ რომ ვარ ახლა, მადლობა გვერდში დგომისთვის“, - განაცხადა ახობაძემ.

ცნობისთვის, ექიმი სასამართლო დარბაზიდანვე გაათავსიუფლეს. მას ადგილზე მხარდამჭერები და სინდისის პატიმრების მშობლები დახვდნენ. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. გამოძიება ექიმს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავებოდა. 

მსგავსი სიახლეები