ზარი პირდაპირ ეთერში - გიორგი ახობაძეს ნიკა კაციამ გათავისუფლება მიულოცა
გიორგი ახობაძეს, რომელიც მოსამართლემ გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავსიუფლა, სინდისის პატიმარმა, ნიკა კაციამ დაურეკა და გათავისუფლება მიულოცა.
ნიკა კაციას თქმით, ის დარწმუნებული იყო, რომ გიორგი ახობაძე დღეს საპატიმროში არ დაბრუნდებოდა. სინდისის პატიმარმა ექიმს თავისი და სხვა პატიმრების სახელებით მოკითხვა შემოუთვალა და არც მზია ამაღლობელი დაივიწყდა, რომელიც მისი თქმით, "აუცილებლად უნდა გამოუშვნ".
რომეო ტყეშელაშვილმა დააფუძნა თავისი გამამართლებელი განაჩენი იმაზე, რომ არასაკმარისი მტკიცებულებები იყო. თუ მაგ ლოგიკით წავალთ და ამას პრეცედენტად ავიღებთ, ყველა სხვა საქმეში, რომელიც 260-ე მუხლით მიმდინარეობს, ანალოგიური სიტუაციაა ერთი-ერთში.
ზოგ შემთხვევაში, მაგალითად, ნიკასთან [კაცია] კიდევ უფრო მეტი შეცდომები აქვთ დაშვებული, ვიდრე ჩემთან იყო, ჩემთან მეტ-ნაკლებად დავარცხნილი იყო ჩვენებები და ასე შემდეგ, ჰოდა, მოკლედ ასეთი რაღაც თქვა და არ ვიცი, სხვა მოსამართლეები როგორ დაასაბუთებენ" - თქვა პატიმრობიდან გათავისუფლებულმა გიორგი ახობაძემ.
- ცნობისთვის, ექიმი სასამართლო დარბაზიდანვე გაათავსიუფლეს. მას ადგილზე მხარდამჭერები და სინდისის პატიმრების მშობლები დახვდნენ.
- შეგახსენებთ, რომ გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. გამოძიება ექიმს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავებოდა.
ფოტო: პუბლიკა
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.