შევხვდებით რუსთაველზე - გიორგი ახობაძე
გიორგი ახობაძე, რომელიც მოსამარლემ უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა ამბობს, რომ შეხვედრის დრო უცვლელია.
ექიმი, რომელსაც პროკურატურა ნარკოდანაშაულს ედავებოდა, ამბობს, რომ დღეს 20:00 საათზე უწყვეტ პროტესტს შეუერთდება და რუსთაველის გამზირზე ევროპული კურსის დამცველებთან იდგება.
ჩემი გეგმა? - ჯერ ოჯახის წევრებს და მეგობრებს მივცემ ცოტა დოზით ჩემ თავს და მერე, ღამე, რა თქმა უნდა, იქ სადაც საჭირო არის, რუსთაველზე," - განაცხადა გიორგი ახობაძემ.
ცნობისთვის, ექიმი სასამართლო დარბაზიდანვე გაათავსიუფლეს. მას ადგილზე მხარდამჭერები და სინდისის პატიმრების მშობლები დახვდნენ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. გამოძიება ექიმს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავებოდა.
ფოტო: პუბლიკა