"გიორგი ახობაძის გათავისუფლებამ კიდევ ერთი ბზარი გაუჩინა ივანიშვილის რეჟიმს"- თინა ბოკუჩავა

06.08.25 17:26
"გიორგი ახობაძის გათავისუფლებამ კიდევ ერთი ბზარი გაუჩინა ივანიშვილის რეჟიმს"- თინა ბოკუჩავა

„გიორგი ახობაძის გათავისუფლებამ კიდევ ერთი ბზარი გაუჩინა ივანიშვილის რეჟიმს — ხალხის ბრძოლა გამარჯვებას უახლოვდება“ - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს მტკიცებულებების არ არსებობის გამო ექიმის გათავისუფლება მოუწია. 

“ვულოცავ გიორგის თავისუფლებას! უდანაშაულო პოლიტპატიმრის, ექიმი გიორგი ახობაძის გამამართლებელი განაჩენი იმის დასტურია, რომ რეჟიმი იშლება!

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს მოუწია მტკიცებულებების არ არსებობის გამო გიორგის გათავისუფლება. თითოეული ასეთი მოგებული ბრძოლა მორალურად და პოლიტიკურად ასუსტებს რეჟიმს მის დაშლას გარდაუვალს ხდის.  

ამჟამად, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ვიმყოფები ბათუმში, რომლის სახით ჩვენ დღეს ვიხილეთ
ერთი ქალის რევოლუცია ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც თავის შეუპოვრობით, სიმტკიცით და სიჩუმით, მდუმარემ ამხილა და დაამხო დღეს ივანიშვილის რეჟიმი. 

თითოეული პოლიტპატიმრის სიმართლე და ბრძოლა არის ამ სახალხო რევოლუციის ნაწილი, რომელშიც აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, სადაც ივანიშვილი და მისი მოღალატე რეჟიმი დაემხობა!” - წერს თინა ბოკუჩავა

ცნობისთვის, ექიმი სასამართლო დარბაზიდანვე გაათავსიუფლეს. მას ადგილზე მხარდამჭერები და სინდისის პატიმრების მშობლები დახვდნენ. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. გამოძიება ექიმს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავებოდა.

 

მსგავსი სიახლეები