"ოცნება" უკან იხევს - ლევან სანიკიძე

06.08.25 17:48
"ოცნება" უკან იხევს - ლევან სანიკიძე

"დღეს გავიმარჯვეთ ყველამ, გავიმარჯვეთ სისტემაზე" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ გიორგი ახობაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით "ქართული ოცნება" უკან იხევს და ცხელი შემოდგომა, რომლისაც ბიძინა ივანიშვილს ეშინია, მაინც დადგება. 

პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ყველა სამართლიან, პატიოსან მოქალაქეს იმიტომ, რომ დღეს გავიმარჯვეთ ყველამ, გავიმარჯვეთ სისტემაზე. მე არ მგონია, რომ იქ ვინმეს კეთილსინდისიერების ბუშტი გაუსკდა სასამართლოში, უბრალოდ შიდა კლანური დაპირისპირება აქვთ სასამართლო კლანშიც, "ქართულ ოცნებაშიც' მძიმე ვითარება აქვთ, ეშინიათ საგარეო წნეხის, MEGOBARI act-ის, სანქციების და რაც მთავარია ეშინიათ ქართველი ხალხის, მუხტის ეშინიათ. 

იმ კომისიაზეც უკან დაიხიეს, აქაც უკან დაიხიეს, მზია ამაღლობელთან დაკავშირებითაც ბოლომდე ვერ გაიჯეჯილეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ცხელი შემოდგომის, რისაც ეშინია ივანიშვილს, მაინც მიიღებს. 
ცალსახად ["ოცნება" უკან იხევს]. მე ვხედავ ამას, რომ "ქართული ოცნება" ხედავს აღმავალ მუხტს იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არც 2008 წლის ომში საქართველოს გამტყუნებაზე არ გაჩერდება სახლში, არც ამდენი პოლიტპატიმრის დაკავებას აიტანს და არც ვიზალიბერალიზაციის დაკარგვას და ქვეყნის ჩაჩეხას. 
ეს ყველაფერი როცა ერთობლიობაში გროვდება და სასექტემბროდ ყულფი უახლოვდება ყელზე ივანიშვილს, ამიტომ დაიწყო ასეთი ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ იშლებიან. გამარჯვება არის ახლოს. 

გილოცავთ, გიორგი ახობაძე თავისუფალია, ყველა სხვა ჩვენი თანამებრძოლები იქნებიან თავისუფლები და რაც მთავარია, ეს ქვეყანაც გათავისუფლდება," - განაცხადა ლევან სანიკიძემ. 

ცნობისთვის, სასამართლომ სინდისის პატიმარი, გიორგი ახობაძე გაამაართლა. ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. გამოძიება ექიმს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავებოდა.

მსგავსი სიახლეები