პოლონეთის ახალი შეზღუდვები საქართველოს - "ოცნებამ" გაფრთხილება ვარშავიდან მიიღო

06.08.25 20:44
პოლონეთის ახალი შეზღუდვები საქართველოს - "ოცნებამ" გაფრთხილება ვარშავიდან მიიღო

პოლონეთის პრემიერმინისტრმა ქვეყნის საზღვრებზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება დააანონსა. საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში გასამგზავრებლად შეზღუდვები დაუწესდებათ. ოფიციალური ვარშავა 4 ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვას აპირებს. მიზეზი პოლონეთში კრიმინალის ზრდაა, რაც ქართული მაფიის სახელს უკავშირდება. სულ ბოლო შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. პოლონური მედია აქტიურად აშუქებს ამბავს პენსიონერის ძარცვის შესახებ, დაკავებულია საქართველოს 4 მოქალაქე.

რა იგულისხმება უვიზო რეჟიმის შეზღუდვაში - პოლონეთს ინდივიდუალურად შენგენის ხელშეკრულების დარღვევის და საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შემოღების უფლება არ აქვს, ამიტომ ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ სავარაუდოდ, აქ საუბარია საზღვრებზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასა და სასაზღვრო კონტროლის უკიდურესად გამკაცრებაზე.

ვინაიდან ინდივიდუალურად ევროკავშირის წევრ ქვეყანას უვიზო რეჟიმის სრულად შეჩერების უფლება არ აქვს, პოლონეთმა უკვე განაცხადა, რომ იწყებს მსურველთა კოალიციის ჩამოყალიბებას და გაერთიანების წევრ სახელმწიფოებთან მუშაობას, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს. მიზეზი შეთანხმების კრიტერიუმების დარღვევაა.

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები