"ასე ექცევა რეჟიმი საკუთარ მსახურებს" - ხატია დეკანოიძე მოწმე პოლიციელებზე

06.08.25 22:05
"ასე ექცევა რეჟიმი საკუთარ მსახურებს" - ხატია დეკანოიძე მოწმე პოლიციელებზე

"ასე ექცევა რეჟიმი საკუთარ მსახურებს" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ მოწმე პოლიციელებზე განაცხადა. 

მისი თქმით, ყველა, ვინც სასამართლოში ყალბი ჩვენებები მისცა, სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან. 

პოლიციელები ვინც შეთითხნა ეს საქმე, ვინც ყალბი ჩვენებები მისცა და ცრუ მოწმეები ვინც არიან სასამართლოში, ვინც გააყალბა ექიმი ახობაძის დნმ-ი, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვიმტკიცებდა, რომ ეს იყო ჩადენილი დანაშაული და სრულიად უდანაშაულო ადამიანი გამოკეტეს ციხეში. დედა გარდაეცვალა გიორგის და წარმოუდგენელი, ენით აღუწერელი ტანჯვა მიიღო და მართლა წარმოუდგენელია ამის გააზრებაც კი. 

ეს ადამიანები ახლა ყველ არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები. ასე ექცევა რეჟიმი საკუთარ მსახურებს, როდესაც დანაშაულის განკარგულებას გასცემს და შემდეგ ზუსტად ასევე მოისვრის. ყველა პოლიციელს, ვინც არის რეჟიმის სამსახურში უნდა ესმოდეს, რომ ასე დაემართება დანაშაულის შემდეგ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის მსახურებსაც თვლის არარაობად," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

ცნობისთვის, სასამართლომ გიორგი ახობაძე გაამართლა. ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები